ატომური ენერგიის სააგენტო ირანში კონსულტაციებს აპრილში გამართავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებებს თეირანში აპრილის დასაწყისში გეგმავს. 

ამის შესახებ IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

"ჩვენ სიტუაციის საგნობრივი ანალიზი ტექნიკური შეხვედრით უნდა დავიწყოთ, რომელიც ირანში აპრილის დასაწყისში გაიმართება. ვიმედოვნებ, რომ მას სხვა ტექნიკური და პოლიტიკური კონსულტაციები მოჰყვება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი", - აღნიშნა გროსიმ.