ათონის მთაზე ბერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ათონის მთა მომლოცველებისთვის დაიხურა. ამის მიზეზი ერთ-ერთი ბერმონაზონის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. ის სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო orthodoxtimes.com ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე მონასტრის სხვა ბერებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ამ დროისთვის საკუთარ კელიებში, კარანტინში რჩებიან.