ავღანეთში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთის ქალაქ კალატში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. 60 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული, რომელიც ცენტრალური საავადმყოფოს შენობასთან იდგა. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, პაციენტი და ექიმია. შენობას დიდი ზიანი აქვს მიყენებული, რის გამოც დაშავებულები კერძო კლინიკაში მოათავსებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქების ადგილთან ახლოს უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატი მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.