ავღანეთში სკოლაში ბომბი აფეთქდა, არიან დაშავებულები

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, გაზნის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახში ბომბი აფეთქდა. სულ მცირე 19 მოსწავლე დაშავდა. აქედან 12 გოგონაა. ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.