ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა.

ინციდენტი ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მიტრანის დასახლებაში მშენებარე სკოლაში ამოქმედდა.

დაღუპულები მუშები არიან. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორის მდგომარეობა კრიტიკულია.