ავღანეთის ხუთ პროვინციაში ფრენები შეჩერებულია

ძალადობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების გამო ავღანეთის ხუთ პროვინციაში საჰაერო ფრენები შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყანდაარის აეროპორტი სარაკეტო დარტყმის ობიექტი გახდა.

ინციდენტის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა ავიარეისები გაუქმდა.

ამავდროულად, ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფრენები ასევე გაუქმება ბადახშანის, ქუნდუზის, ფარიაბის, ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში.