ავღანელმა სამხედროებმა ხუთი თალიბის ლიკვიდაცია მოახდინეს

ავღანეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ქალაქ სარი-პულიში საჰაერო დარტყმის შედეგად ავღანელმა სამხედროებმა რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ხუთი წევრის ლიკვიდაცია შეძლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

"თალიბანის" მებრძოლები 21 სექტემბრის ნაშუადღევს სოზმა-კალას რაიონში საგუშაგოებს თავს დაესხნენ. ავღანეთის საჰაერო ძალებმა შეტევა მოიგერიეს და ისინი აიძულეს, თავდასხმის ადგილი დაეტოვებინათ. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად სამი თალიბი დაშავდა. "თალიბანის" წარმომადგენლებს თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.