ავღანეთი ვაქცინაციის დასაწყებად ემზადება

ავღანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად ემზადება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის ავღანეთს $144 მილიონი გამოუყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში თალიბანებსა და მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაწყებულია, ქვეყანაში მშვიდობის მიღწევა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ამ ფონზე კი ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება საკმაოდ რთული მისიაა. 

მიუხედავად ამისა, თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ვაქცინიაციას და ხელს შეუწყობენ პროგრამის განხორციელებას.