ავღანეთის დედაქალაქში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული, რომელიც აშშ-ს საელჩოს, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისებთან ახლოს იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ 10 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. თალიბების თქმით, მათი მიზანი შაშდარაკის რაიონში შეღწევა იყო, სადაც ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებია განლაგებული.