ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეს რამდენიმე რაკეტა ესროლეს

ავღანეთში ყურბან-ბაირამის ლოცვის დროს ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეს რამდენიმე რაკეტა ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

"რაკეტები ქაბულის ცენტრში პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს ჩამოვარდა", - აღნიშნულია შეტყობინებაში.

ადგილობრივი ტელეარხი 1ТV იუწყება, რომ სასახლესთან ახლოს სამი აფეთქების ხმა გაისმა.

ინფორმაცია ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.