ავღანეთის ტელევიზიის ორი თანამშრომელი აფეთქებას ემსხვერპლა

ქაბულში მომხდარ აფეთქებას ავღანეთის სამაუწყებლო კომპანია Khurshid TV-ის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფრომაციას Tolo News ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, ავტობუსში მოხდა.  

გარდაცვლილია სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტი და მძღოლი. დაშავდა ავტობუსის 6 მგზავრი.