ავღანეთში ადგილობრივი გამოცემის რედაქტორი მოკლეს

ავღანეთში, ღურის პროვინციაში ადგილობრივი გამოცემის მთავარი რედაქტორი მოკლეს. 28 წლის ჟურნალისტი ადელ აიმაქი Sada-e-Ghor-ში მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მას ამ დრომდე უცნობა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.