ავღანეთში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა 2 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით Tolo News ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, აფეთქებები ავტომობილებთან ახლოს მოხდა, რომლებითაც მშვიდობიანი მოქალაქეები ქორწილში მიდიოდნენ. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.