ავღანეთში აფეთქებას 5 სამართალდამცავი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ტერორისტების თავდასხმას ხუთი სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ავტომობილებში იყო დამონტაჟებული.

აფეთქებას 5 სამართალდამცავი ემსხვერპლა, ხოლო 3 დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისათვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.