ავღანეთში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვი

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში მანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არის ქალი და ბავშვი. იფნორმაციას ადგილობირივ მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქ ლაშკარ გაჰში, მანქანაში მოხდა, სადაც ხალხი იმყოფებოდა.

"აფეთქების შედეგად კიდევ ორი ბავშვი დაშავდა", - განაცხადა პოლიციამ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას თავის თავზე არ აუღია.