ავღანეთში აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებას ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი 1TV ავრცელებს.

ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის თქმით, ინციდენტი დილით, ადგილობრივ ბაზართან მოხდა. აფეთქების შედეგად კიდევ 5 პოლიციელი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.