ავღანეთში აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარის სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა ორშაბათს ნაშუადღევს, ლალპურის ოლქში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმტყორცნის ჭურვი აფეთქდა.

"აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა“, - აღნიშნავს მედია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.