ავღანეთში აფეთქებისას 3 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევას ქალაქ ჯალალაბადის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე სპორტულ კლუბში ჰქონდა ადგილი.

ამის შესახებ ტელეარხი Ariana News-ი წერს.

აფეთქება საბილიარდო დარბაზში მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაშავდა ორი ადამიანი. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.