ავღანეთში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

ავღანეთის ქალაქ კალატში დანაღმული ავტობობილის აფეთქებისად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. 93 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა გულისლამ სიიალიამ განაცხადა.

"აფეთქება ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან მოხდა. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, პაციენტი და ექიმია", - განაცხადა გუბერნატორმა.

აფეთქების ადგილთან ახლოს უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატი მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.