ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

ავღანეთში, ფანჯშირის პროვინციაში ავტობუსი აფეთქდა, რომელსაც სამედიცინო მუშაკები გადაჰყავდა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ TOLOnews ავრცელებს.

მანქანის აფეთქების მიზეზი გზისპირა ბომბი იყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია თავის თავზე.