ავღანეთში ავტომობილის აფეთქებას 18 სამხედრო ემსხვერპლა

ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 18 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას TOLO News ავრცელებს.

თავდასხმა ჰელმანდის პროვინციაში, ქვეყნის ეროვნული არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 3 მაისს მოხდა.

პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, 5 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.