ავღანეთში ბოევიკების თავდასხმის შედეგად 12 პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბადახშანის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 პოლიციელი, მათ შორის მეთაური დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე 10 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ თავდასხმა თალიბმა განახორციელეს, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.