ავღანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 639 შეადგინა

ავღანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 413 გაიზარდა და 5 639-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი 1TV ავრცელებს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, 691 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 136 გარდაიცვალა.