ავღანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 7072 შეადგინა

ავღანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 408 გაიზარდა და 7072-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, 801 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 173 გარდაიცვალა.