ავღანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 7653 შეადგინა

ავღანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 581-ით გაიზარდა და 7653-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.