ავღანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 8145 შეადგინა

ავღანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 492-ით გაიზარდა და 8145-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, 930 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 187 გარდაიცვალა.