ავღანეთში ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა

ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში ფრინველის გრიპის H5N8 აფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

აფეთქება მეფრინველეობის ერთ-ერთ ფერმაზე, ირანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირების შედეგად 794 ფრინველი დაიხოცა. კიდევ 22 ათასი განადგურდა.

ვირუსის აფეთქება ხუთი ფერმაში დაფიქსირდა. ერთ-ერთზე ყველა ფრინველი დაიხოცა.