ავღანეთში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები გაიტაცეს

ავღანეთში თალიბებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „მოძრაობა მშვიდობისთვის“ 26 აქტივისტი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები ბელა ბულუკის რაიონში 6 ავტომობილს ჩაუსაფრდნენ, რომლითაც ორგანიზაციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მანამდე BBC წერდა, რომ რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანური ორგანიზაციის „სახალხო მოძრაობა მშვიდობისთვის“ 27 წევრი გაიტაცა.