ავღანეთში, მეჩეთში მომხდარი ტერაქტით დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

ავღანეთის ჩრდილოეთით, კუნდუზის პროვინციაში, სეიდ-აბადის შიიტურ მეჩეთში პარასკევს მომხდარი ძლიერი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. 

აფეთქება თვითკმვლელმა ტერორისტმა განახორციელა. 200-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. 

"თალიბანი" მომხდარზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს აკისრებს.