ავღანეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა“ აიღო.

აფეთქება, დღეს გამთენიისას მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს შენობასთან დანაღმული მანქანა ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. მათი უმეტესობა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.