ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად 9 ბავშვი დაიღუპა

ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად 9 ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ჩრდილო – აღმოსავლეთ პროვინცია ტახარში მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მიდიოდნენ. 

„ამ ტერიტორიას თალიბანი აკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტებისგან ადგილის გასუფთავება დაიწყეს, თალიბანმა იგი დანაღმა. სამწუხაროდ, დღეს ამ ნაღმთაგან ერთ-ერთი ამოქმედდა, რასაც ცხრა ბავშვი შეეწირა”, - განუცხადა ”როიტერს” პოლიციის სპიკერმა ხალილ ასირმა.

ოფიციალური ცნობით, ბავშვების ასაკი 9-დან 12 წლამდე მერყეობდა.