ავღანეთში ნაღმის აფეთქებისას 10 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში გზის სავალ ნაწილთან დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა, თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა.

დაღუპულთა შორის 4 ქალი და ერთი ბავშვია. კიდევ სამი ქალი დაჭრილია.