ავღანეთში ოქროს საბადოზე მეწყერი ჩამოწვა

ავღანეთში ოქროს საბადოზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 35 უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ინფორმაციას ამის შესახებ Tolo News ავრცელებს.

ინციდენტი ბადაჰშანის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს საბადოზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, ტერიტორიას რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" აკონტროლებს, რაც სამაშველო ოპერაციის ჩატარებას შეუძლებელს ხდის.