ავღანეთში პოლიციელმა ოთხი კოლეგა მოკლა

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, კანდჰარის პროვინციაში, პოლიციელმა ოთხი კოლეგა მოკლა. ამის შესახებ Tolo News პროვინციის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

ავღანეთის პოლიციის ცნობით, ინციდენტი ჟერაის რაიონში კვირას ღამით მოხდა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და, როგორც ოფიციალური პირები იუწყებიან თალიბანის მოძრაობას შეუერთდა.