ავღანეთში პოლიციის ხელმძღვანელის დაკრძალვაზე აფეთქება მოხდა

ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის დაკრძალვაზე აფეთქება მოხდა. 15 ადამიანი გარდაიცვალა, 56 დაშავდა.

პოლიციის ხელმძღვანელი ჰაჯი შეიხ იგრამი გუშინ, გულის შეტევით გარდაიცვალა.