ავღანეთში სახურავის ჩამონგრევას 4 ბავშვი ემსხვერპლა

ავღანეთში, ყანდაღარის პროვინციაში, გოგონების სემინარიაში სახურავი ჩამოინგრა. შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 10 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ინციდენტის მიზეზი ბოლოდროინდელი წვიმები გახდა, რომელიც ყანდაღარში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა", - წერს სააგენტო.