ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრები ავღანეთის სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. 

ინციდენტის შედეგად ქვეყნის უსაფრთხოების ძალების 13 ჯარისკაცი დაიღუპა, 5 დაიჭრა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "Tolo News" ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუნდუზის პროვინციაში სამშაბათს, საღამოთი მოხდა.