ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბაგლანის პროვინციაში ავღანეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინფორმაცია გარდაცვლილთა, ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.