ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა 5 პოლიციელი მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ლოგარის პროვინციაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ თავდასხმა მოხდა პული ალამის პროვინციის ცენტრის მახლობლად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა რადიკალური დაჯგუფება "თალიბანის" წევრებმა განახორციელეს.