ავღანეთში სტუდენტებით სავსე ავტობუსს დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი

ავღანეთის, ბაღლანის პროვინციაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც ადგილობრივი უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები გადაჰყავდა. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ჭურვი დაეცა. დაღუპულია მძღოლი და ერთი სტუდენტი. ექვსი მასწავლებელი დაიჭრა.

”ავტობუსში 25-მდე პედაგოგი და სტუდენტი იმყოფებოდა”, - წერს Tolo News.

ბაღლანის პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" დგას. თალიბებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.