ავღანეთში თალიბების თავდასხმას 18 ძალოვანი ემსხვერპლა

კუნდუზის პროვინციაში რადიკალურ მოძრაობა "თალიბანთან" დაპირისპირების შედეგად ავღანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სულ მცირე 18 თანამშრომელი დაიღუპა. თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

ამასთან, იმამ საჰიბის ოლქში ათი ჯარისკაცი გაიტაცეს.