ავღანეთში თალიბების თავდასხმას 4 მოსამართლე ემსხვერპლა

ავღანეთის ლოგარის პროვინციაში თავდასხმას პაქტიის პროვინციის 4 მოსამართლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Tolo News ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ისინი პაქტიიდან ქაბულში მიემართებოდნენ. უკანა გზაზე მათ ავტომობილს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

პოლიცია მომხდარში რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ადანაშაულებს. თავად თალიბებს ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღიათ.