ავღანეთში თალიბებმა 40 სათემო უხუცესი გაიტაცეს

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა 40 სათემო უხუცესი გაიტაცეს. ინციდენტი ავღანეთის ჯაუზჯანის პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პაჟვაკი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უხუცესების გატაცება დაკრძალვაზე მოხდა.