ავღანეთში თალიბებთან შეტაკებისას 10 პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში, საჰიბის რაიონში, თალიბებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

შეიარაღებული ექსტრემისტების დაჯგუფება პოლიციის ორ გამშვებ-საკონტრლო პუნქტს დაესხა თავს. დაიღუპა პოლიციის უფროსი მოჰამად ზაჰირი და მისი 9 თანამშრომელი. საბრძოლო მოქმედებებისას პოლიციელებმა 3 თალიბი მოკლეს.