ავღანეთში თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის, ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე თაბაშირის ქარხანას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შედეგად 7 მუშა დაიღუპა. ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. ჯერჯერობით არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.