ავღანეთში თავდასხმას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ TOLO News ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.