ავღანეთში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე, NATO-ს კოლონასთან ახლოს, ექსტრემისტებმა 2 მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს.

აფეთქება ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის რაიონში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმომადგენლების თქმით, თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სამედიცინო ცენტრი იყო.

ავღანეთში თავდასხმის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა.

ბაგრამის ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.