ავღანეთში ტერაქტს 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, მაიდან ვარდაკის პროვინციაში ტერაქტი მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯელრიზისა და ჩეკის ოლქებში გზაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების გადაადგილების მარშრუტზე დაამონტაჟეს. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.