ავღანეთში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში წყალდიდობისა და თოვლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ძლიერი თოვა ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად წყალდიდობას იწვევს.

ეს ვითარება რამდენიმე პროვინციაში ფიქსირდება.

მაშველებმა სტიქიის შედეგად ათეულობით ადამიანის გადარჩენა და ევაკუაცია შეძლეს.