ავღანეთში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი TOLO news ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადრასკანის რაიონში გარდაცვლილთა შორის 4 ბავშვია.

წყალდიდობის შედეგად ათობით ჰექტარი მიწა განადგურდა.